მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მთავრობა ₾900,000,000 საშინაო და ₾1,855,000,000-ის საგარეო ვალს აიღებს

5d920c415b449
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.19 18:15
2518
ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა 900 მილიონი ლარის საშინაო და 1,855 მილიარდის მოცულობის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი 2.6%-ზე არის დაგეგმილი.

ნაერთი ბიუჯეტის მოცულობას მთავრობა 2020 წელს 16 მილიარდ ლარზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას კი 14 მილიარდ ლარზე გეგმავს. აქედან გადასახადების მეშვეობით 10,320,000,000 ლარის აკრეფა არის დაგეგმილი.

ცალკეული გადასახადების მიხედვით შემოსავლების პროგნოზი ასე გამოიყურება:

დღგ - 4,333,500,000 ლარი;
მოგების გადასახადი - 950,000,000 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 3,395,000 ლარი;
აქციზი - 1,380,000,000 ლარი;
იმპორტი - 80,000,000 ლარი;
სხვა გადასახადები - 181,500,000 ლარი.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებასაც გეგმავს, რის შედეგადაც საშინაო ვალი წელსაც 900 მილიონ ლარამდე იზრდება.