მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მთავრობამ 19,799,000,000 ლარი დახარჯა, გეგმის 100%

61dbf1b2a4edb
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.22 12:43
1167
2021 წელს ცენტრალურმა მთავრობამ 19,799,000,000 ლარი დახარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის 100% იყო - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებმა  22,260,000,000 ლარი შეადგინა, რაც ასევე გეგმის 100% იყო. 

"2021 წელს ორჯერ შევიტანეთ ბიუჯეტში ცვლილებები, მხოლოდ საგგადასახადო შემოსავლების ნაწილი 1.2 მილიარდით გავზარდეთ, შემოსავლების გეგმა იყო 13,271,000,000 ლარი ფაქტიური შესრულება კი იყო 13,380,000,000 ლარი. დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით გადაჭარბება გვაქვს 109 მილიონი ლარი.

უპრეცედენტოდ მაღალი იყო მეტობით გადახდილი დღგ-ის დაბრუნება, რამაც 1,930,000,000 ლარი შეადგინა, რაც ჯამურად აღემატება ამ რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წელში ჯამურად დაბრუნებულ დღგ-ს.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 100%-იანი შესრულება გვაქვს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე ნაერთი ბიუჯეტის მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები კი 22,260,000,000 ლარი იყო. გასულ წელს ინფრასტრუქტურაზე მიიმართა 4,768,000,000 ლარი, რაც მშპ-ის 8.1%-ია მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 9%-ზე, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. კოვიდზე მიიმართა 1,930,000,000 ლარი, აქედან ჯანდაცვის ხარჯები იყო 1,188,000,000 ლარი; 410 მილიონი ლარი იყო კოვიდთან დაკავშირებული სოციალური დახმარებების პაკეტი, ბიზნესის მხარდაჭერის მოცულობამ 335 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საგადასახადო შეღავათები 250 მლნ ლარი იყო," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 19,171,000,000 ლარი იქნება.