მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს მთავრობამ გამარტივებულ შესყიდვებზე რეკორდული თანხა - 1 მლრდ ლარი დახარჯა

60abb36ada94a
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.21 23:20
918
2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გამარტივებულ შესყიდვებზე უპრეცედენტო მოცულობის თანხა - 1.07 მილიარდი ლარი დახარჯა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელთან შედარებით 2020-ში გამარტივებული შესყიდვების მოცულობა 132.6 მილიონი ლარით, ანუ 14.1%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში მთავრობამ გასულ წელს შესყიდვებზე 5.14 მილიარდი ლარი დახარჯა, შესაბამისად 5 ლარიდან ყოველი 1 ლარი ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვის გზით გაიცა. თავის მხრივ პირდაპირი შესყიდვები კორუფციის მომეტებული რისკებით გამოირჩევა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულებები გაუმჭვირვალედ, ერთ პირთან მოლაპარაკებით ფორმდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, გამარტივებული შესყიდვებიდან 399 მილიონი ლარი უშუალოდ COVID-19-თან დაკავშირებულ მომსახურებაზე, მათ შორის საკარანტინე ზონების შესყიდვაზე დაიხარჯა. 98.6 მილიონი ლარი გამარტივებული წესით სოფლის მეურნეობის შესყიდვებზე დაიხარჯა, აქედან ძირითადი ხარჯი მთავრობის მიერ მევენახეებისთვის ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე მოდიოდა. დანარჩენი სახის გამარტივებულ შესყიდვებზე კი 572 მილიონი ლარი დაიხარჯა.