მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს ნუშის ექსპორტი 203%-ით გაიზარდა - საექსპორტო ბაზრები

609bca22dd0e2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 09:40
1718
2020 წელს ახალი ან ხმელი კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 203%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ 226.9 ტონა ნუშის ექსპორტით 801.2 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 264.4 ათას დოლარს შეადგენდა, რაც თავის მხრივ, 2018 წელთან შედარებით მცირედით, 7.7%-ით იყო შემცირებული.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ წლებში ნუშის სარეალიზაციო ბაზრები განსხვავებული იყო. თუ 2018 წელს 286.5 ათასი დოლარის ღირებულების 22.4 ტონა ნუში მხოლოდ სომხეთში გავყიდეთ, 2019 წელს მეზობელ ქვეყანაში გატანილი პროდუქტის რეალიზაცია 40.9 ათას დოლარამდე (5 ტონამდე) შემცირდა.

2019 წელს კი ყველაზე დაბალი ღირებულებით ნუშის ექსპორტი ყაზახეთში განხორციელდა, საიდანაც 99.8 ტონის რეალიზაციისას მხოლოდ 110 ათასი დოლარის შემოსავალი მივიღეთ, ხოლო უკრაინაში 20 ტონა ნუშის ექსპორტმა ქვეყანას 113.6 ათასი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

რაც შეეხება 2020 წელს, გასულ წელს ნუში ყველაზე დიდი მოცულობით ყირგიზეთში გავიდა. ამ მიმართულებით გატანილი 215.5 ტონა ნუშის ღირებულებამ 755.9 ათასი დოლარი შეადგინა. უკრაინაში კი წინა წელთან შედარებით ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება 45.4 ათას დოლარამდე შემცირდა და საექსპორტო ბაზარზე მხოლოდ 11.3 ტონა ნუში გავიტანეთ.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული 201.6 ტონა ნუშის ღირებულებამ 551 ათასი დოლარი შეადგინა.

2019 წელს ქვეყანაში 2.5 მლნ დოლარის ღირებულების 563.4 ტონა კანიანი ან კანგაცლილი ნუში შემოვიდა. 2020 წელს კი ნუშის იმპორტმა 2.7 მლნ დოლარი შეადგინა (698 ტონა).