მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2020 წელს პრაქტიკულად იგივე ბრუნვა გვქონდა, რაც 2019-ში“ – „რემაქს კაპიტალი“

60bf9a1f8cde2
მარიამ იზორია
08.06.21 20:55
879
„რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი მარიამ ასათიანი გადაცემა „ქალების ნარატივში“ პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების ბაზარს აფასებს. მისი თქმით, უძრავ ქონებაზე სეგმენტების მიხედვით სხვაობა აღინიშნებოდა, მაგალითად, საშუალო სეგმენტი გაჩერდა, პრემიალური უფრო მეტად გაძლიერდა, ხოლო ეკონომსეგმენტი პრემიალურის მსგავსად მზარდი აღმოჩნდა.

„პანდემია ყველაზე მეტად საშუალო სეგმენტს შეეხო, ეს სეგმენტი ყველაზე ნაკლებად კონკურენტული აღმოჩნდა, რაც შეეხება პრემიალურ და ეკონომსეგმენტს, მათ ნაკლებად გაუჭირდათ, რადგან პრემიალურს თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც უძრავი ქონების შეძენას ასეთი კრიზისების დროსაც ახერხებს, მოთხოვნა საინვესტიციო ქონებებზეც გაორმაგდა, ტრანზაქციები არ გაგვიჩერებია, პანდემიას მომზადებულები შევხვდით, ონლაინმუშაობაზეც ლოქდაუნამდე გადავედით, ბაზრიდან ბევრი კომპანია გავიდა, კონკურენციაც შემცირდა, თვითგადარჩენის გამო შეტევითი-თავდაცვითი რეაქცია გვქონდა და მისიის შესრულება შევძელით, საბოლოოდ 2020 წელს პრაქტიკულად იგივე ბრუნვა გვქონდა, რაც 2019-ში“, - განმარტავს ის.

მარიამ ასათიანი საოფისე ფართებზეც საუბრობს. მისი აზრით, ონლაინმუშაობის პრაქტიკის მიუხედავად, საოფისე ფართებზე მოთხოვნა არ შემცირდება.

„პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი კომპანია ისევ ონლაინრეჟიმით აგრძელებს მუშაობას, ისინი მიხვდნენ, რომ ამას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, ოფისზე შემცირებული ხარჯი, თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ეს საოფისე ფართებზე მოთხოვნას შეამცირებს, ამ მიმართულებით ვაკანტურობა A კლასის ბიზნეს ცენტრებში შეინიშნება, თუმცა, ეს ონლაინმუშაობას არ უკავშირდება უბრალოდ ბევრი A კლასის ბიზნეს ცენტრი დაემატა, ამან მიწოდება გააორმაგა, რაც ამ ვაკანტურობას ხსნის, რაც შეეხება ფასებს, 2019 წელთან შედარებით საოფისე ფართების ფასი 10-15%-ით შემცირებულია”, - დასძენს ასათიანი.