2020 წლის დასაწყისიდან 9 თვის განმავლობაში ალდაგმა მომხმარებლებს 49 მლნ ლარი აუნაზღაურა. ამ პერიოდში ალდაგის სერვისებით 60 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა და 11 ათასამდე ზარალი დარეგულირდა. ამის შესახებ BM.GE-ის სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის სამი კვარტლის შედეგებით, ალდაგის წილი სადაზღვევო ბაზარზე 30%-ია, ავტოდაზღვევის ბაზარზე 24%, ქონების დაზღვევის ბაზარზე 34% და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარზე 49%.
პანდემიის დაწყებისთანავე, ალდაგმა მომსახურება სრულად გააციფრულა. ის იყო პირველი კომპანია სადაზღვევო სექტორში, რომელმაც გაციფრულების პროცესში მონაცემთა სრული გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოიყენა და მომსახურების პროცესში კლიენტის იდენტიფიცირებისთვის ხელოვნური ინტელექტი ჩართო. სადაზღვევო ბაზარზე შეტანილი ამ ინოვაციისთვის ალდაგი გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) სოციალური პასუხისმგებლობის 2020 წლის კონკურსში დაჯილდოვდა.
დღეს ალდაგის მომხმარებლისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად, როგორც კორპორატიული, ისე საცალო მომხმარებლისთვის.
„გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა ძირითადი მაჩვენებლები. ცხადია, ეს იყო მძიმე წელი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. საერთო ჯამში ბაზარს ზრდა არ განუცდია, თუმცა ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი არსებობის 30 წლის განმავლობაში, ახლაც ვდგავართ ჩვენი მომხმარებლის გვერდით და ვაგრძელებთ ჩვენი კლიენტების მხარდაჭერას“, - განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, ალდაგი წელს 30 წლის გახდა. დღეს მის პორტფელშია 100,000 მდე დაზღვეული კლიენტი როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სეგმენტში. 30 წლის განმავლობაში ალდაგის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 320 მლნ ლარს შეადგენს.
(NS)
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა