მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს "Women in Wine expo" საქართველოში ჩატარდება

5e4e8a35221ff
ნუცა ბაზლიძე
20.02.20 18:20
1069
მიმდინარე წლის 7-8 მაისს საქართველო ღონისძიებას "Women in Wine expo" უმასპინძლებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია "Madamwine"-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა.

როგორც მანანა ახვლედიანთან საუბრისას გავარკვიეთ, ის ორგანიზატორთა ჯგუფის წევრია, ღონისძიება კი ლოპოტას ტბაზე, "შატო ბუერაში" ჩატარდება.

"ვიწვევთ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ", - აღნიშნავს მანანა ახვლედიანი.

მისივე განმარტებით, ღონისძიებისთვის საქართველოს არა მხოლოდ მეღვინე ქალები, არამედ ჟურნალისტები და ბლოგერებიც ეწვევიან.

"2019 წელს, ასევე ჩემი ორგანიზებით, ღონისძიების ფარგლებში 12 მეღვინე ქალი წავიყვანე ჰოლანდიაში - როტერდამში, შემდეგ ბრიუსელში და იქ ჩვენი ღვინოები წარვადგინეთ, ახლა უკვე "Women in Wine 2020" ჩატარდება საქართველოში. დიდი ღონისძიება იქნება, საკმაოდ მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს მანანა ახვლედიანი.

ცნობისთვის: მანანა ახვლედიანის დაფუძნებული კომპანია "Madamwine" სპეციალურად ქალ მომხმარებლებზე გათვლილ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში ხვდება.