03.მარტი .2021 15:40

2020 წელს საქართველომ $18.4 მილიონის მეორადი ტანსაცმელი იყიდა - TOP-10 იმპორტიორი

2020 წელს საქართველომ $18.4 მილიონის მეორადი ტანსაცმელი იყიდა - TOP-10 იმპორტიორი
views 1097
უკან

2020 წელს მეორადი საქონლის იმპორტი, რომელშიც ტანსაცმელი და სხვა ნაწარმიც იგულისხმება, წინა წელთან შედარებით 20.8%-ით შემცირდა და ქვეყანაში შემოტანილი 6 988.32 ტონა საქონლის ღირებულებამ 18.4 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წელი - 23.3 მლნ დოლარი, 7 794.84 ტონა).

BM.GE-ი დაინტერესდა, რომელი ქვეყნებიდან შემოგვქონდა ყველაზე დიდი რაოდენობით გასულ წელს მეორადი საქონელი.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ნახმარი ტანსაცმელი და სხვა საქონელი როგორც - 2019, ასევე 2020 წლებში მეზობელი თურქეთიდან იმპორტირდა, სადაც საქონლის ღირებულებაც უფრო დაბალია.

TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა

1. თურქეთი - 5.2 მლნ დოლარი, 2 321.42 ტონა; კლება - 18.8%;
2. აშშ - 2.8 მლნ დოლარი, 315,46 ტონა; ზრდა - 25%;
3. გერმანია - 1.8 მლნ დოლარი, 517.10 ტონა; კლება - 55%;
4. ბელგია - 1.8 მლნ დოლარი, 877.78 ტონა; კლება - 14.3%;
5. გაერთიანებული სამეფო - 1.4 მლნ დოლარი, 613.99 ტონა; კლება - 26.4%;
6. არაბთა გაერთიანებული საეიროები - 1.0 მლნ დოლარი, 459.51 ტონა; კლება - 23.1%;
7. ესპანეთი - 737.6 ათასი დოლარი, 154.31 ტონა; ზრდა - 21.5%;
8. ნიდერლანდები - 450.3 ათასი დოლარი, 163.3 ტონა; კლება - 11.9%;
9. პოლონეთი - 433.0 ათასი დოლარი, 168.2 ტონა; ზრდა - 41.2%;
10. იტალია - 398.3 ათასი დოლარი, 162.3 ტონა; კლება - 34.3%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა