10.ივნისი .2021 15:16

2020 წელს საქართველომ სანელებლების ექსპორტით $11 მილიონი მიიღო - სად ვყიდით პროდუქტს

2020 წელს საქართველომ სანელებლების ექსპორტით $11 მილიონი მიიღო - სად ვყიდით პროდუქტს
views 486
უკან

2020 წელს საქართველომ სანელებლების ექსპორტით 11 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მცირედით, თუმცა პანდემიამდელ მონაცემებს 3.4%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკით ჩანს, რომ გასულ წელს სანელებლების საექსპორტო მოცულობები მცირედით შემცირდა.

კერძოდ, შარშან ექსპორტზე 5 037.67 ტონა სანელებელი გავიდა, 2019 წელს კი 5 331.47 ტონა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის ფასი მცირედით გაიზარდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ყველაზე დიდი რაოდენობით სანელებლები რუსეთში, ჩინეთსა და უკრაინაში რეალიზდება. TOP-10 საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი - 4.2 მლნ დოლარი;
2. ჩინეთი - 3.5 მლნ დოლარი;
3. უკრაინა - 1.5 მლნ დოლარი;
4. ყაზახეთი - 327.7 ათასი დოლარი;
5. უზბეკეთი - 236.47 ათასი დოლარი;
6. ფილიპინები - 187.5 ათასი დოლარი;
7. აშშ- 181.1 ათასი დოლარი;
8. თურქეთი - 176.2 ათასი დოლარი;
9. სომხეთი - 173.0 ათასი დოლარი;
10. ბელარუსი - 99.3 ათასი დოლარი.

გასულ წელს საქართველოდან ისრაელში მცირე რაოდენობით სანელებლები გავიდა და ექსპორტმა, ჯამში, 2 ათასი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 4.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 153.81 ტონა სანელებლის ექსპორტი განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა