მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს იმპორტი 15.9%-ით შემცირდა

5ffff319973bd
BM.GE
14.01.21 11:33
667
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  COVID-19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო - 15.9%-ით ($1.5 მილიარდი დოლარით) შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საქართველოდან საქონლის ექსპორტი $3.34 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 12%-ით არის შემცირებული.

"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს $4.66 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში.

საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი $325.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 17.7%-იან ($70-მილიონიან) შემცირებას წარმოადგენს. იმპორტის მოცულობამ კი $799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-იანი ($174-მილიონიანი) კლება იყო.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს - შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული.