მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი

5d91c84654984
BM.GE
30.09.19 13:23
3592
2020 წელს საქართველოს მთავრობა 16 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დღეს განიხილეს. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ეს უპრეცედენტოდ დიდი ციფრია, რომლის მიღწევის შესაძლებლობასაც ქვეყანას დაგეგმილი 5%-იანი ზრდა მისცემს.

"ჩვენ დავგეგმეთ 2020 წელი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა. ზოგჯერ ამბობენ, რომ 5% არ არის საკმარისი და ჩვენ ორნიშნა ზრდა გვჭირდება. ამას ვუპასუხებთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში მიმდინარე პროცესები. იმ პირობებში, როდესაც რეგიონი იზრდება 0.1%-ით, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა  არის ძალიან ამბიციური გეგმა. 2020 წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი - 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში იქნება მიმდინარე ხარჯები 11 მილიარდი ლარი, ინფრასტრუქტურული ხარჯები – 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო ვალის დაფარვის ხარჯები – 1 მილიარდი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

BMG 2020 წლის ბიუჯეტის უფრო დეტალურ მაჩვენებლებს პროექტის დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.