მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა

6024dd02a6443
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.21 14:10
1654
საქართველოს პორტებში გატარებული ტვირთების მოცულობა შემცირებულია. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში პორტების მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგს 1.7%-ით ჩამოუვარდება. ამ შემცირების მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვის კლებაა. 

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2020 წელს სხვა პორტებში გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა.
  • ფოთის პორტი - 7.4 მილიონი ტონა, კლება 13.9%; 
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 4.2 მილიონი ტონა, ზრდა 13.5%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 3.5 მილიონი ტონა, ზრდა 9.4%;
  • ყულევის ტერმინალი - 1.7 მილიონი ტონა, ზრდა 6.2%.
რაც შეეხება პორტებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობას, ის 490 ათასს შეადგენს, რაც წლიურად 24.2%-ით არის შემცირებული

საქართველოს რკინიგზას, მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 11.1 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წლის შედეგზე 0.2 მილიონი ტონით, ანუ 1.8%-ით მეტი იყო.

სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის 9 თვეში რკინიგზა მაინც სოლიდურ ზარალზე იყო. კომპანიამ მომსახურებიდან 363.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა ზარალი კი 118 მლნ ლარი იყო.