მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა

6024fdf7b36b2
BM.GE
11.02.21 21:30
1362
2020 წელს ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა. 

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ტვირთბრუნვამ 11.1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგზე 0.2 მილიონი ტონით, ანუ 1.8%-ით მეტი იყო.

სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის 9 თვეში რკინიგზა მაინც სოლიდურ ზარალზე იყო. კომპანიამ მომსახურებიდან 363.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა ზარალი კი 118 მლნ ლარი იყო. 2020 წლის სრული ფინანსური მონაცემები კი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. 

პორტების ტვირთბრუნვა კი შემცირებულია. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს პორტების მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგს 1.7%-ით ჩამოუვარდება. ამ შემცირების მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი პორტის - ფოთის პორტის ტვირთბრუნვის კლებაა. 

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, 2020 წელს სხვა პორტებში გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა.
  • ფოთის პორტი - 7.4 მილიონი ტონა, კლება 13.9%; 
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 4.2 მილიონი ტონა, ზრდა 13.5%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 3.5 მილიონი ტონა, ზრდა 9.4%;
  • ყულევის ტერმინალი - 1.7 მილიონი ტონა, ზრდა 6.2%.
რაც შეეხება პორტებში გადაზიდული კონტეინერების რაოდენობას, ის 490 ათასს შეადგენს, რაც წლიურად 24.2%-ით არის შემცირებული.