მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან $2.45 მილიარდით შემცირდება - TBC Research

5ef5a12d6b5d9
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.20 11:31
1729
TBC Research-მა კოვიდის ფონზე საქართველოს ეკონომიკის შეფასება განაახლა. ახალი ანგარიშის მიხედვით, ტურიზმის სექტორის შემოსავალი წელს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით შემცირდება, რაც 2019 წელს არსებულ $3.269 მილიარდ დოლართან შედარებით, $2.451 მილიარდი დოლარით ნაკლებია. 

TBC Research-ის პირვანდელი პროგნოზით, რომელიც ემყარებოდა ვარაუდს, რომ ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ივლისის თვიდან გაიხსნებოდა, ტურიზმის სექტორის შემოსავლის შემცირება 65%-ზე იყო ნავარაუდევი, რაც  წლიურ ჭრილში $2.124 მილიარდი დოლარის დანაკლისს წარმოადგენდა. თუმცა, სექტორის გახსნის აგვისტომდე გადავადებით კლება სავარაუდოდ, კიდევ უფრო დრამატული იქნება. 




მაისში საქართველოში სულ 36,358 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით 95%-ით ნაკლებია. სექტორის შემოსავალმა კი მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.

ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან ასეთი იყო:

● 2019 მაისი - 270.4 მილიონი დოლარი;
● 2019 ივნისი - 340.0 მილიონი დოლარი;
● 2019 ივლისი - 395.4 მილიონი დოლარი;
● 2019 აგვისტო - 412.8 მილიონი დოლარი;
● 2019 სექტემბერი - 318.6 მილიონი დოლარი;
● 2019 ოქტომბერი - 266.9 მილიონი დოლარი;
● 2019 ნოემბერი - 201.7 მილიონი დოლარი;
● 2019 დეკემბერი - 217.2 მილიონი დოლარი;
● 2020 იანვარი - 193.4 მილიონი დოლარი;
● 2020 თებერვალი - 160.5 მილიონი დოლარი;
● 2020 მარტი - 73.8 მილიონი დოლარი;
● 2020 აპრილი - 8.5 მილიონი დოლარი;
● 2020 მაისი - 9.1 მილიონი დოლარი.