მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი შემცირდა - ქვეყნები, საიდანაც შემოგვაქვს

6011269ed0612
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 22:20
1499
საქართველოში 2020 წელს პიროტექნიკის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანიდან 985.1 ტონა პიროტექნიკის შეძენისთვის 3.5 მლნ დოლარი გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 43.7%-ით ნაკლებია.

პიროტექნიკის სასაქონლო დასახელებაში შედის ისეთი საქონელი, როგორიცაა ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და პიროტექნიკური ნაწარმი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ქვეყანაში 2018 წელთან შედარებით 30.5%-ით მეტი ღირებულების პიროტექნიკა შემოვიდა და 1 591.3 ტონა საქონლის ღირებულებამ 6.3 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს რიცხვი 4.3 მლნ დოლარი იყო.

BM.GE-ი დაინტერესდა - სად ვყიდულობთ ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკას. საქსტატის ინფორმაციით, იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 1.7 მლნ დოლარი, 538.5 ტონა; კლება - 28.1%;
2. პოლონეთი - 954.5 ათასი დოლარი, 290.3 ტონა; კლება 27.5%
3. ბულგარეთი - 804.6 ათასი დოლარი, 143.0; კლება - 63.3%;
4. ჰონგ-კონგი - 36.4 ათასი დოლარი, 10.9 ტონა, ზრდა - 71.1%;
5. გერმანია - 29.9 ათასი დოლარი, 2.2 ტონა, ზრდა - 50%;
6. თურქეთი - 3.7 ათასი დოლარი, კლება - 72.4%

სხვა ქვეყნებიდან ჯამში წელს 5.4 ათასი დოლარის პიროტექნიკა შემოვიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 373.0 ათას დოლარს შეადგენდა.

პიროტექნიკის იმპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება: შპს ბეთ გრუპ; შპს თემო; შპს ლიდერი; შპს მაქსემ; შპს სამი ძმა; შპს ენიგმა ფეიერვერკს ჯორჯია; შპს მუხურა; შპს MMG; შპს კაპანელი; შპს BIUTI.