მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს საქართველოში სამედიცინო საწოლფონდი 6.3%-ით გაიზარდა

6103b66ea15bf
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 21:00
879
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 264 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.3%-ით აღემატება.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე (2019 წელს - 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ - 190.7 დღე (2019 წელს - 179.5 დღე) შეადგინა.

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეული იყო.

აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.

ამასთან, ამ პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობა 25.4 ათასი იყო, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობა - 22.1 ათასი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.4% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

კვლევით ასევე ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის შემცირებულია.

კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების მაჩვენებელი 82.6%-ით, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 75.5%-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების - 36.7%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების - 35.4%-ით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 31.3%-ით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 29.1%-ით, ხოლო ორსულობის, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 13.3%-ით შემცირდა.

ამასთან, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ-სასქესო სისტემის, ძვალ-სახსართა სისტემის, შემაერთებელი ქსოვილებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები.