03.სექტემბერი .2019 19:10

2020 წელს თბილისში სამი ახალი McDonalds გაიხსნება - რა თანხა შეაქვს ბიუჯეტში თითოეულ ობიექტს?

views 2063
უკან

მომავალი წლის პირველ ნახევარში თბილისში სწრაფი კვების ობიექტების ქსელს "მაკდონალდსს" სამი ახალი ობიექტი შეემატება. ახალი ფილიალები აეროპორტის ტრასაზე, დიღომში და საბურთალოზე „სითი მოლში“ განთავსდება.

ბიზნესმენის თემურ ჭყონიას ინფორმაციით, ჯამურად რესტორნების ქსელში 1400-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული.

„საბურთალოზე არსებული "მაკდონალდსის" რებრენდინგი სრულდება და 15 სექტემბერს გაიხსნება. შემდეგი წლის პირველ კვარტალში გვექნება ახალი "მაკდონალდსი" აეროპორტის ტრასაზე, ასევე დიღმის გასასვლელ ტრასაზე და „სითი მოლი“ იხსნება 28 სექტემბერს, როგორც ვიცი და იქაც შემოგვთავაზეს ჩვენმა პარტნიორებმა რომ ერთი ფილიალი გავხსნათ.

სამივე ფილიალი 2020 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება და ჯამურად 18 რესტორანი გვექნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ „მაკდონალდსს“ წელიწადში ბიუჯეტში 1 მლნ შეაქვს, ანუ მომავალ წელს მხოლოდ აქედან 18 მლნ იქნება ბიუჯეტში შენატანი. დასაქმებული კი გვეყოლება ქსელში 1400 ადამიანი“ - განაცხადა BM.GE-თან საუბრისას თემურ ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა