მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს თურქეთმა თხილის ექსპორტით $1.945 მილიარდი მიიღო

6017aedbf1879
ვიქტორია მღებრიშვილი
01.02.21 12:00
1783
2001 წლიდან 2020 წლამდე თურქეთიდან ექსპორტზე 32 მლრდ 195 მლნ დოლარის თხილი გავიდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა კავშირზე (KFMIB) დაყრდნობით წერს. გამოცემის მიხედვით, ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთმა 4 993 167 ტონა გარჩეული თხილის ექსპორტი განახორციელა. ყოველწლიურად თხილი ექსპორტზე 120 ქვეყანაში გადიოდა.

„საშუალოდ, თურქეთიდან ყოველწლიურად ექსპორტირებული თხილის მოცულობა - 249 ათასი ტონა, ხოლო შემოსავალი 1 მილიარდ 609 მლნ დოლარია. ყველაზე დიდი მოცულობის - 319 772 ტონა საქონლის ექსპორტი 2019 წელს განხორციელდა, ხოლო ქვეყანამ თხილის ექსპორტით ყველაზე დიდი შემოსავალი 2015 წელს მიიღო - 2.827 მლრდ დოლარი", - წერს გამოცემა KFMIB-ზე დაყრდნობით.

Anadolu-სთან საუბრისას თხილის ეროვნული კავშირის თავმჯდომარე სებახატინ არსლანთურქი აცხადებს, რომ თურქეთში ყოველწლიურად საშუალოდ 630 ათასი ტონა თხილი იწარმოება, შიდა და გარე ბაზრებზე მოთხოვნა კი, 600 ათას ტონამდეა.

მისივე თქმით, 2020 წელს თურქეთმა 1.945 მლრდ დოლარის ღირებულების 280 924 ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ თურქეთში თხილის პლანტაციები 740 ათას ჰექტარზეა გაშენებული.

ცნობისთვის: 2020 წელს საქართველომ 94 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, ზრდა 41%-მდეა.