მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს Twitter-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო - BBC

6023f6a14977a
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.21 19:54
646
Twitter-ი შემოსავლების რეკორდულ ზრდაზე აცხადებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის განცხადებით, გასულ წელს Twitter-ის შემოსავლები 28%-ით 1.29 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გაზრდილია Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი - 80% აშშ-ის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები არიან.

2020 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სოციალური პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 5 მილიონით 192 მილიონამდე გაიზარდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26%-იან ზრდას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სოციალურ პლატფორმას 5,500 თანამშრომელი ემსახურებოდა.