მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წელს Volkswagen-ის გაყიდვები 15%-ით შემცირდა

5ffd8ae4b59ce
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 22:00
911
მსოფლიოში ცნობილ გერმანულ ავტოკონცერნ Volkswagen-ს გაყიდვები 15%-ით შეუმცირდა. კომპანიამ შარშან 5.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა. ავტოკონცერნი მიზეზად კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს და "ლოქდაუნებს" ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, გამოცემის მიხედვით, Volkswagen-ი დეკემბერში ნოემბერის თვესთან შედარებით მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აცხადებს და აღნიშნავს, რომ კომპანიის გაყიდვები დასავლეთ ევროპის ბაზარზე 19.5%-ით გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე - 14.7%-ით. ამასთან კომპანიის მიხედვით, მათ ელექტრონულ მანქანებზე მოთხოვნა გასულ წელს 158%-ით გაიზარდა და დაახლოებით, 212,000 ავტომობილი გაყიდა.

„ჩვენ წარმატებით მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, რომლის ამოცანაა, გავხდეთ ბაზრის ლიდერი ელექტრონული ავტომობილების წარმოების კუთხით“, - აღნიშნა VW-ის გენერალურმა დირექტორმა რალფ ბრანდშტატერმა.

რაც შეეხება ავტომობილების გაყიდვებს, რეგიონულ და წლიურ ჭრილში, რეალიზაცია 23.4 პროცენტით შემცირდა დასავლეთ ევროპაში, 17.1 პროცენტით - ჩრდილოეთ ამერიკაში და 9.9 პროცენტით - ჩინეთის ბაზარზე.