08.ოქტომბერი .2019 23:20

2020 წლიდან "Amazon" ევროპაში Go Shop-ის განვითარებას იწყებს

views 310
უკან

2020 წლის დასაწყისიდან "ამაზონი" ევროპაში Go Shop - ის განვითარებას იწყებს. არანაირი რიგები, სალარო და ნაღდი ფული - ასე გამოიყურება შოპინგის მომავალი. თანამედროვე სუპერმარკეტის კონცეფციის ფარგლებში ამერიკულ ონლაინ გიგანტს ევროპული ბაზრის დაპყრობა სურს.


Amazon Go–ს მაღაზიებში შოპინგისთვის, მხოლოდ სმარტფონია საჭირო. კალათაში ჩაწყობილი სასურველი პროდუქტები ავტომატურად დასკანერდება და დაანგარიშდება, თანხა კი - "ამაზონის" საკუთარი ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ.



CNBC-ი იუწყება, რომ პირველი ასეთ მაღაზია Amazon-მა ევროპის მასშტაბით დიდ ბრიტანეთში ამ წლის თებერვალში გახსნა. Go Shop-მა სატესტო ფაზაც წარმატებით გაიარა.


ამ კონცეფციით 10 მაღაზია უკვე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 4 მათგანი - სიეტლში, 4- ჩიკაგოში, სან ფრანცისკოში კი, ამ დროისთვის 2 ასეთი მაღაზიაა.