მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება

5defbd6095d97
ნათია თაქთაქიშვილი
11.12.19 00:10
11826
WhatsApp-ის მესენჯერი 2020 წლიდან შეიძლება მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდეს. აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზად მოძველებული iPhone-ები და ვადაგასული Android-ის და Windows Mobile-ის ოპერაციული სისტემები სახელდება. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

WhatsApp-ი ფუნქციონირებას Windows Mobile-ის ტელეფონებზე 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ შეწყვეტს, ხოლო Android 2.3.7 და iPhone iOS 8-ის ტელეფონებზე თებერვლიდან.

Facebook-ზე დაფუძნებული კომპანია აცხადებს, რომ იგი ფოკუსირებულია "იმ მობილურ პლატფორმებზე, რომელსაც ხალხის უმრავლესობა იყენებს".

კომპანიამ ადრე აღნიშნა, რომ Android 2.3.7 და iOS 7-ის მომხმარებელთათვის მალე გახდება შეუძლებელი ახალი ექაუნთების შექმნა. გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული ოპერაციული სისტემების ქონის შემთხვევაში სხვა პროგრამებმაც შეიძლება შეწყვიტოს ფუნქციონირება.