მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 10 თვეში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი $43.6 მლნ დაუჯდა

5fc099f3956e6
თელარა გელანტია
27.11.20 10:14
1165
2020 წლის 10 თვეში საქართველომ 43.6 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა. როგორც საქსტატის ანგარიშებიდან ირკვევა, წლიდან წლამდე ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი მზარდია.

რა უჯდება საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი

2015 – $43.9 მლნ
2016 – $21.9 მლნ
2017 – $66.8 მლნ
2018 – $75.8 მლნ
2019 - $78.3 მლნ
2020 (10 თვე) - $43.6 მლნ.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკამ 10 თვეში ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. ამის მიზეზია შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველ სექტორს მოიცავს. დაწყებული დამამუშავებელი მრეწველობით და დამთავრებული ტურიზმით. მოთხოვნის შემცირების გამო ქვეყანა უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ელექტროენერგიის მოხმარებამ, ფაქტობრივად, იმავე ტემპით იკლო რა ტემპითაც, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. ჯამურად 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 6%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს ქვეყანამ 9.89 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 638 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია.

ელექტროენერგიას მოხმარება საქართველოში (მლნ/კვტსთ)

2015 – 10381.8
2016 – 11026.6
2017 – 11875.3
2018 – 12584.5
2019 – 12767.6
2020 (10 თვე) - 9891.0.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 153.7 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 37%-ით არის შემცირებული.

სავარაუდოდ, ადგილობრივი მოხმარების კლების გამო, შემცირებულია იმპორტიც და ის 1.05 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს. 2019 წელს ეს რიცხვი 1.2 მილიარდ კილოვატ საათს აღემატებოდა.

მაღალი ალბათობით, ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2021 წლამდე არ დაუბრუნდება.