მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკური ვარდნა 5.6% იყო

5f7432156db28
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.20 12:00
883

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის კლებამ 5.6% შეადგინა. უშუალოდ აგვისტოში კი ეკონომიკური ვარდნა 5.3% იყო. 

სექტორების მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა თითქმის ყველა დარგში არის შემცირებული. 

"2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში. 


ზრდაზე ნეგატიური გავლენა იქონია ექსპორტის მოცულობის 14.7%-იანმა კლებამ. ასევე შემცირებულია დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, რამაც გასულ თვეში 6.9 მილიარდი ლარი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული. 

4.4%-ით არის შემცირებული ახალრეგისტრირებული კომპანიებს რაოდენობაც და ის 3183-ს შეადგენს.

უფრო დეტალურად თითოეული დარგის მიხედვით როგორი იყო შემცირების მაჩვენებელი, კვარტალური ეკონომიკური ზრდის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.