21.ნოემბერი .2020 15:53

2020 წლის 9 თვეში თბილისის ბიუჯეტს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა

views 320
უკან

2020 წლის 9 თვეში თბილისის ბიუჯეტს სესხების მომსახურებისა და დაფარვისათვის 18 მლნ ლარი დასჭირდა, რაც დაზუსტებული გეგმიური მაჩვენებლის (18,998.8 ათასი ლარი) 94.9%-ია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 მლნ ლარიდან ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯებმა, დაახლოებით, 2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ვალების დაფარვას 16 მლნ მოხმარდა.

როგორც დედაქალაქის მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ჩანს, ყველაზე მეტი ხარჯი "თბილისის ავტობუსების პროექტის" სესხის მომსახურებისთვისაა გაწეული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა