12.მარტი .2020 12:43

2020 წლის ბიუჯეტში კორექტირება შედის - ხარჯები იზრდება

views 497
უკან

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში კორექტირებას შეიტანს და მას ხარჯვის ზრდის მიმართულებით შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ გამოვალთ ალბათ, ძალიან მალე ბიუჯეტის კორექტირების პროექტით. ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. იმიტომ რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობა რამდენიმე დღის ვადაში ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. 

"მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება, რომ შევიმუშავოთ ერთიანი, კომპლექსური ბიზნესის სტიმულირების გეგმა. ჩვენ ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და დღის განმავლობაში დავხვეწავთ ამ გეგმას. მე არ მინდა საღამომდე გავამხილო კონკრეტული დეტალები, ძალიან მალე მოხდება ამ გეგმის გასაჯაროება, უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ გლობალური სურათიდან გამომდინარე, შევიმუშავოთ უფრო კომპლექსური გეგმა. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მთლიანად ბიზნესის სტიმულირებას. ეს ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები, როგორც საქართველოში, არამედ მსოფლიოში", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა