მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო ფონდში უკვე 1,2 მილიარდი ლარია

5fed889935e49
თელარა გელანტია
31.12.20 12:14
3555
2020 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1,2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 103 მილიონი ლარია.

ამის შესახებ bm.ge-ის საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, რომლის ინფორმაციითვე, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 606-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 264 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 257, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 84 პირმა.

„საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 12 000-ზე მეტს შეადგენს”, - ამბობენ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, საპენსიო აქტივები განთავსებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ქართულ კომერციულ ბანკებში სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
„საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია დენომინირებული. 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო აქტივებს ერიცხება წლიური ეფექტური 10.9% სარგებელი. კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად უახლოეს პერიოდში, სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ დაიწყება. საინვესტიციო საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე დააზუსტა საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგია, რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განისაზღვრა”, - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.