მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მთავრობა სავარაუდოდ, 4.5%–მდე შეამცირებს

5ddfe621a1781
დავით ჯალაღონია
28.11.19 19:21
909
2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მთავრობა სავარაუდოდ, 4.5%–მდე შეამცირებს – ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

"ბოლო თვეებია, კარგად ვიზრდებით, პრაქტიკულად ორი წელიც, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც ეს არის. ასევე, ბატონმა ირაკლი კოვზანაძემაც ბიუჯეტის წინა მოსმენის შემდეგ, თავის სიტყვაში თქვა, შარშან მე მოგიწოდებდით უფრო თამამი ყოფილიყავითო და წელს უფრო სიფრთხილისკენ მოგვიწოდა და ჩვენი შინაგანი განწყობაც ეს არის, ვითვალისწინებთ ამ რეკომენდაციებს და ალბათ, შემოვალთ შემცირებული, 4.5%–მდე შემცირებული ეკონომიკური ზრდის პარამეტრით შემდეგი წლისთვის, თუმცა ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემოვალთ გაზრდილი ბიუჯეტით შემოსავლების ნაწილში და ზუსტად ეს ხდება იმ გაუმჯობესებული ადმინისტრირების ხარჯზე", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.