მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ერთ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა "ლელომ" მიიღო - აუდიტის სამსახური

5e4179264c968
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.20 23:44
3996
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა 536,405 ლარის შემოწირულობა მიიღეს. მათ შორის ყველაზე დიდი - 181,000 ლარის შემოწირულობა საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" მიიღო. მეორე ადგილზე 138,244 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გავიდა, 137,420 ლარით კი მესამე ადგილი "ევროპული საქართველომ" დაიკავა. 

პოლიტიკურმა პარტიამ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" 59,129 ლარის შემოწირულობა მიიღო, ხოლო მმართველ პარტიას - "ქართულ ოცნებას" 2020 წელს მხოლოდ 9,755 ლარი შესწირეს. "ოცნების" მიმართ ერთადერთი დონაცია ფიზიკურმა პირმა თამაზ თამაზაშვილმა განახორციელა. 

ყველაზე მსხვილი - 60,000 ლარის დონაციები "ლელომ" მიიღო. პარტიას ამ მოცულობის თანხა ფიზიკურმა პირებმა ანზორ მანწკავამ და ირინე ხაზარაძემ შესწირეს. პარტიის სასარგებლოდ 35,000 ლარი გადარიცხა ნიკა ხაზარაძემ, "ლელოში" მარიამ მეღვინეთუხუცესის დონაცია კი, 15,000 ლარს შეადგენდა. 

მთლიანობაში 2020 წლის განმავლობაში ქართულმა პარტიებმა 105 ინვიდუალური შემოწირულობა მიიღეს. თითოეული შემოწირულობის საშუალო მოცულობა 5,109 ლარი იყო.