15.სექტემბერი .2020 20:35

2020 წლის I ნახევარში საქართველოში ქორწინებათა რაოდენობა 39%-ით შემცირდა

views 279
უკან

საქსტატმა დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და რეგისტრირებული ქორწინების/განქორწინების შესახებ არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 6 387 წყვილი დაქორწინდა, ხოლო განქორწინებულთა რაოდენობამ 3 441 შეადგინა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 39.1%-ით, ხოლო განქორწინებული წყვილების რაოდენობა 35%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქორწინებისა და განქორწინების მონაცემები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• თბილისი - დაქორწინდა 1 822 წყვილი, განქორწინდა - 1 273;
• იმერეთი - დაქორწინდა 1 073 წყვილი, განქორწინდა - 626;
• ქვემო ქართლი - დაქორწინდა 682 წყვილი, განქორწინდა - 285;
• აჭარა - დაქორწინდა 665 წყვილი, განქორწინდა - 241;
• სამეგრელო და ზემო სვანეთი - დაქორწინდა 598 წყვილი, განქორწინდა - 343;
• კახეთი - დაქორწინდა 455 წყვილი, განქორწინდა - 228;
• შიდა ქართლი - დაქორწინდა 419 წყვილი, განქორწინდა - 195;
• სამცხე-ჯავახეთი - დაქორწინდა 313 წყვილი, განქორწინდა - 82;
• გურია - დაქორწინდა 184 წყვილი, განქორწინდა - 85;
• მცხეთა-მთიანეთი - დაქორწინდა 120 წყვილი, განქორწინდა - 57;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - დაქორწინდა 56 წყვილი, განქორწინდა - 26;

ცნობისთვის: საქსტატი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ მონაცემებს ადმინისტრაციული წყაროებიდან იღებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა