19.აგვისტო .2020 20:30

2020 წლის II ნახევარში მოსალოდნელია ავტომობილების იმპორტ-რეექსპორტის კლება - Caucasus Autoimport

views 769
უკან

ავტომობილების იმპორტიორი კომპანიის „კავკასიის ავტო იმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით 2020 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია იმპორტისა და რეექსპორტის მაჩვენებლების შემცირება.

დავით გულაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს რომ აშშ-ში სადან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა აუქციონებზე ავტომობილების განთავსების მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო მაღალი მოთხოვნის გამო ავტომობილებზე ფასები გაზრდილია, რაც საბოლოო ჯამში აძვირებს პროდუქტს. ყოველივე ეს კი მოქმედებს შესყიდვების მაჩვენებელზე.

„ავტომობილების შესყიდვები მხრივ პრობლემა იქმნება აშშ-ში. აშშ-ში სადაზღვევო აუქციონებზეი ავტომობილი დაზიანების შემთხვევაში გამოაქვთ გასაყიდად. მოგეხსენებათ, რომ აშშ-ში პანდემიური მდგომარეობა მძიმეა და ხალხი ერიდება ქუჩაში სიარულს, ნაკლები მოძრაობა კი ნაკლებ დაზიანებულ ავტომობილს ნიშნავს. მაგალითისთვის, თუ თვეში ამერიკიდან აუქციონზე ემატებოდა 200 000 ავტომობილი, ახლა ემატება 50 000 ავტომობილი, რაც სერიოზული დანაკლისია ამ ნაწილში. შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენდა სამწუხაროდ ეს მაჩვენებლები აისახება იმპორტის და რეექსპორტის პარამეტრებზეც აისახება“, - განმარტავს დავით გულაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გაზრდილი მოთხოვნისა და შემცირებული მიწოდების პირობებში იზრდება ფასებიც ავტომობილზე. ღირებუელება კი ავტომობილის სხვადასხვა პარამეტრზეა დამოკიდებული.

„ემცირებული ავტომობილების რაოდენობა ნიშნავს გაძვირებულ ღირებულებას. როდესაც მოთხოვნა რჩება და მოწოდება მცირდება ეკონომიკის კანონზომიერებიდან გამომდინარე ეს ზრდის ფასს.

მაგალითისთვის, ავტომობილი შევროლეტ კრუზი საკმაოდ პოპულარული ავტომობილია აზერბაიჯანელებისთვის და შესაბამისად ქართველი შემსყიდველებისთვის, თუ ეს ავტომობილი დღეში 500 ცალი თავსდებოდა აუქციონზე, ახლა თავსდება დღეში 300 ცალი, მაგრამ მყიდველი კვლავ 400-ის არის და თუ ეს ავტომობილი იყიდებოდა X ფასად ახლა იყიდება X+Y ფასად, რაც იწვევს შესყიდვების შემცირებას, შესყიდვები ქართველი ავტოდილერებისთვის 40%-ით არის შემცირებული“, - აღნიშნავს „კავკასიის ავტოიმპორტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

დავით გულაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რეექსპორტის ბაზარი დინამიურ ზრდას განიცდის.

„ძალიან დინამიურად განიცხიდ რეექსპორტის ბაზარი რეაბილიტაციას. როდესაც დილერს ჩვენი საშუალებით ჩამოჰყავს ავტომობილი ამერიკიდან, ახდენს მის განახლებას და რუსთავის ავტობაზრობაზე გამოაქვს გასაყიდად, ახლა უკვე ონლაინგაყიდვების საშუალებით ის ყისი მას, ანუ რეალიზაციის ნაწილში გვაქვს საკმადო დინამიური ზრდა და საერთაშორისო ვაჭრობა კარგად რეაბილიტირდება“, - უთხრა BM.GE-ის დავით გულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა