მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 0,4%-ით შემცირდა

6052fd7c2c499
BM.GE
18.03.21 11:08
684
სტატისტიკის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2%-ით);
⦁ მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2%-ით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 8.8%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2%-ით);

2020 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების - 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1417.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.3%-ით), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი, გაიზარდა 6.9%-ით) დარგებში ფიქსირდება.

ამასთან, 2020 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.2 ლარით და 1 157.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში დასაქმებულებს.