მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის მოთხოვნადი კატეგორიები შრომის ბაზარზე

5ffeedf62c3f8
ნუცა ბაზლიძე
13.01.21 16:45
462
2020 წელს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი გაყიდვების სფერო იყო. ის HR.GE-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების 24%-ს მოიცავდა. ამის შესახებ HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „ქალების ნარატივს“ განუმარტა.
„გაყიდვებში ერთიანდება ბევრი პოზიცია; ეს შეიძლება იყოს მოლარე-კონსულტანტი, ასევე ქოლცენტრის ოპერატორი, რომელიც სატელეფონო გაყიდვებზე მუშაობს“, - დასძენს ინგა შახბაზიანი.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, 2020 წელს, პანდემიის გავლენიდან გამომდინარე, მოთხოვნად საქმიანობებში კურიერის პოზიცია გამოიკვეთა.
„დღეს თითქმის ყველა კომპანიას დასჭირდა ეს სერვისი. ასევე კომპანიებში გამოიკვეთა ქოლცენტრის საჭიროება“, - აღნიშნავს ის.
მისივე განმარტებით, გააქტიურება შეინიშნებოდა IT მიმართულებით.
„რომ შევადაროთ წინა თვეებსა და წლებს, 2020 წელს მარტის თვიდან დაიწყო დეველოპერებზე ძალიან დიდი მოთხოვნა, - დასძენს HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი.
როგორც გავარკვიეთ, 2020 წელს HR.GE-ზე ჯამში დაახლოებით 35 000 ვაკანსია განთავსდა, აქტიური კატეგორიების ტოპ ათეული კი ასე გადანაწილდა:

გაყიდვები - 24 %
ინფორმაციული ტექნოლოგიები - 9 %
ადმინისტრაცია - 7 %
საბანკო - 6 %
ბუღალტერია/ფინანსები - 6 %
სამედიცინო - 5 %
ლოგისტიკა/ტრანსპორტი - 5 %
მარკეტინგი/რეკლამა/PR - 5 %
სასტუმრო/რესტორანი/კვება - 5 %
სამშენებლო/უძრავი ქონება - 4 %