მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 43 მლნ ლარამდე დაჯდება

5e1c33bcd819c
შოთა ტყეშელაშვილი
13.01.20 13:26
1518
2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის მიხედითაც, წელს საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსება 42,760,652 ლარით განისაზღვრება,; მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე -  19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი - 2,111,674 ლარი იქნება. 

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების ხარჯთაღრიცხვა ასეთი იქნება:

არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 42,760,652 ლარი;
ხარჯები - 41,953,152 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 19,531,295 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 9,845,000 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 424,133 ლარი;
სხვა ხარჯები - 12,152,724 ლარი;
არაფინანსური აქტივების ზრდა - 807,500 ლარი;
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები - 32,349,928 ლარი;
ხარჯები - 31,542,428 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 19,245,028 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 9,087,267 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 407,133 ლარი;
სხვა ხარჯები - 2,803,000 ლარი;
არაფინანსური აქტივები - 807,500 ლარი;
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება - გადამზადება - 1,061,000 ლარი;
ხარჯები - 1,061,000 ლარი;
შრომის ანაზღაურება - 286,267 ლარი;
საქონელი და მომსახურება - 757,733 ლარი;
სოციალური უზრუნველყოფა - 17,000 ლარი;
საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი - 2,111,674 ლარი;
ხარჯები - 2,111,674 ლარი;
სხვა ხარჯები - 2,111,674 ლარი;
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსება - 7,238,050 ლარი;
ხარჯები - 7,238,050 ლარი;
სხვა ხარჯები - 7,238,050 ლარი.