მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის თებერვალში BMG-ის მკითხველთა რაოდენობა წლიურ ჭრილში 65%-ით გაიზარდა

5e5e622fa9d50
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.20 18:50
825

Google Analytics-ის მონაცემებით, 2020 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვალმდე პერიოდში bm.ge-ის 410,505 უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა. მათ შორის 262,980 უნიკალური ვიზიტორი ვებგვერდის ახალი მომხმარებელი იყო.

Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მკითხველებს გასული თვის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე 823,068 სესია ჰქონდათ. ამ სესიების დროს ვებგვერდის ინდივუდუალურ გვერდებზე (ვიდეოებზე/სტატიებზე) განხორციელებული ნახვების რაოდენობა (Pageviews) 2,126,687-ს შეადგენს.

2020 წლის განმავლობაში bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია - მკითხველთა 82.6% - საქართველოდან; 6% - აშშ-დან; 1.3% - იტალიიდან; 1.07% - კი გერმანიიდან.

2020 წელს 2019 წლის თებერვალთან შედარებით, bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობა - 65%-ით, ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა - 54%-ით, ნანახი გვერდების რაოდენობა (Pageviews) კი 188.18%-ით არის გაზრდილი.