07.მარტი .2020 00:19

2020 წლის ყველაზე ძვირიანი ქვეყნები საცხოვრებლად - რომელ ადგილზეა საქართველო?

views 950
უკან

გიფიქრიათ ოდესმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, ან ევროპაში საცხოვრებლად გადასვლაზე? თუ კი, მაშინ უმჯობესია ყურადღებით იყოთ, როდესაც ახალ საცხოვრებელ ქვეყანას შეარჩევთ, ვინაიდან მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირიანი ქვეყნების სიაში ცხრა ევროპული სახელმწიფო მოხვდა. ქვეყნების რეიტინგი Ceoworld Magazine-მა საცხოვრებელი ხარჯების, ქირის, სურსათის ფასების და მსყიდველობითი უნარის ანალიზის საფუძველზე შეადგინა. რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს 122.4 ინდექსით.

„ამის საპირისპიროდ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა საცხოვრებლად, მას მოჰყვება ავღანეთი, ინდოეთი, სირია, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტუნისი“, - წერს Ceoworld Magazine-ი.

რაც შეეხება საქართველოს, 132 ქვეყანას შორის ის სიაში 123-ე ადგილზეა 28.48 ინდექსით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა საცხოვრებლად.

ყველაზე ძვირიანი ქვეყნების ოცეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. შვეიცარია (ცხოვრების ღირებულების ინდექსი 122.4)

2. ნორვეგია (ცხოვრების ღირებულების ინდექსი 101.43)

3. ისლანდია (100.48)

4. იაპონია (83.35)

5. დანია (83)

6. ბაჰამა ( 82.51)

7. ლუქსემბურგი (81.89)

8. ისრაელი (81.15)

9. სინგაპური (81.1)

10. სამხრეთ კორეა (78.18)

11. ჰონგ-კონგი (77.22)

12. ბარბადოსი (76.02)

13. ირლანდია (75.91)

14. საფრანგეთი (74.14)

15. ნიდერლანდები (73.75)

16. ავსტრალია (73.54)

17. ახალი ზელანდია ( 72.53)

18. ბელგია (71.78)

19. სეიშელი (71.59)

20. აშშ (71.05).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა