მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ყველაზე წარუმატებელი ბიზნეს საქმიანობები - CNN

5ff18f4c39f1d
თათია კაკიაშვილი
03.01.21 18:00
3858
2020 წელს პანდემია, მსოფლიო მასშტაბით, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს და შესაბამისად, ბიზნეს საქმიანობას შეეხო. გარკვეულმა სექტორებმა გამოწვევებთან და სირთულეებთან გამკლავება შეძლო, ნაწილმა კი, ოპერირება საერთოდ შეაჩერა. CNN გვთავაზობს პანდემიური წლის ყველაზე წარუმატებელი ბიზნესების ნუსხას.

1. მოგზაურობის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი

პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უმეტესობას შვებულება არ ჰქონია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოგზაურობა მათ, უბრალოდ, არ შეეძლოთ. საკრუიზო ინდუსტრიის აქციების ფასი 2020 წელს 45%-დან 60%-მდე შემცირდა. უკეთესი მდგომარეობა არც სასტუმროების ქსელებს ჰქონიათ - მკვეთრად გაუარესდა მოთხოვნა სასტუმროებში როგორც დასვენების, ასევე, საქმიანი ვიზიტებისთვის.

2. ნავთობის ინდუსტრია

პანდემიის დროს დაზარალებულ სექტორებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ნავთობის ინდუსტრიაა, რადგან ის ერთადერთი მთავარი საქონელია, რომელზე მოთხოვნაც და, შესაბამისად, შემოსავალიც შემცირდა. გაზაფხულზე პანდემიამ მოთხოვნის ეპიკური კოლაფსი შექმნა და საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის „ფასების ომიც“ გაჩნდა. დღემდე ნავთობისა და გაზის კომპანიები კრიზისში არიან.

3. საბანკო სექტორი

„დიდი რეცესიის“ შემდეგ, 2020 წელი აშშ-ის ბანკებისთვის ყველაზე ცუდი წელი იყო. კრედიტორებმა ათი მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს, რადგან მათი აქციების ფასები სულ უფრო და უფრო შემცირდა. CNN-ის ინფორმაციით, დიდმა ბანკებმაც კი, როგორებიცაა: Citigroup (C) და Bank of America (BAC), წელიწადი მკვეთრად დაბალი შემოსავლით დაამთავრეს.

4. ავიაციის სექტორი

მართალია, ავიაკომპანიის ინდუსტრიას წარსულშიც ჰქონია რთული წლები, თუმცა ისეთი დამანგრეველი არცერთი ყოფილა, როგორიც 2020 აღმოჩნდა. აპრილში აშშ-ის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა. წლის ბოლოსკენ კი, აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 63%–ით შემცირდა, გასული წლის სადღესასწაულო მოგზაურობის სეზონთან შედარებით. CNN-ის ცნობით, ავიაკომპანიებმა წლის დასაწყისში ფედერალური მთავრობისგან $ 50 მილიარდი გრანტი და სესხი მიიღეს პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა წლის პირველ ცხრა თვეში მათ 24,2 მილიარდი დოლარი მაინც იზარალეს.

5. ვაჭრობის ინდუსტრია/სავაჭრო ცენტრები

აშშ-ში რამდენიმე ეროვნული სავაჭრო ცენტრი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ გამალებით იბრძოდა, სამწუხაროდ, მაინც გაკოტრდა. მათ შორისაა: JCPenney, Neiman Marcus და Lord & Taylor. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი ჯერ კიდევ ცდილობს საქმიანობის გაგრძელებას, Lord & Taylor-მა გამოაცხადა, რომ ყველა მაღაზიას ხურავს და ბაზრიდან გადის. განსაკუთრებული სირთულე წელს ტანსაცმლის საცალო მოვაჭრეებს ჰქონდათ - სექტორში დასაქმებულმა მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური იმის გამო, რომ ხალხმა მუშაობა დისტანციურად გააგრძელა, რამაც საოფისე ტანსაცმლის შეძენის საჭიროება შეამცირა.