მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლისთვის რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის პროგნოზი იზრდება

5e046c89ec5ae
დავით ჯალაღონია
26.12.19 12:16
886
2020 წლისთვის რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის პროგნოზი იზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ, 2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, "გაზპრომიდან" საქართველოში სავარაუდოდ, 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი განხორციელდება, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო ბალანსში არსებულ მაჩვენებელს (144.127 მ3 მლნ) 17.9%-ით აღემატება.

აზერბაიჯანიდან კი ბუნებრივი გაზის იმპორტის პროგნოზი 3.3%-ით მცირდება და 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საპროგნოზო ბალანსი ეკონომიკის სამინისტრომ, ბოლოს მაისში დააკორექტირა.