2021-2023 წლებში საქართველო აზიის განვითარების ბანკთან არსებული სასესხო შეთანხმებების ფარგლებში $1 მილიარდი დოლარის დაფინანსებას მიიღებს - ამის შესახებ ADB საქართველოს დირექტორმა შეინ როზენტალმა განაცხადა. მისი თქმით, ეს დაფინანსება ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვადასხვა რეფორმის ხელშეწყობაზე დაიხარჯება.
"2021-2023 წლებში სუვერენული პროექტებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები $1.05 მილიარდს შეადგენს. სახეზეა მთავრობის მოთხოვნა დამატებით რესურსებზე, ძირითად ინფრასტრუქტურასა და სერვისებში რეფორმების და საინვესტიციო საჭიროებების მხარდასაჭერად, მთავარი აქცენტი გაკეთდება სოფლის მეურნეობაზე, ენერგოსექტორზე და განათლების სექტორზე.
2021-2023 საოპერაციო ბიზნეს გეგმის ფარგლებში, ADB ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მონაწილეობას ინფრასტრუქტურის განვითარებაში, პროექტებით და კორპორატიული დაფინანსებით. აქცენტი კეთდება განახლებად ენერგიაზე, ჰიდროენერგიაზე და არსებული ენერგოობიექტების განახლებაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, წყლის გადამუშავებაზე, წყალმომარაგების და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე, ტურიზმზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე რთულად მისასვლელ არეალებში და დასახლებულ პუნქტებში,"- საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გამოცემასთან საუბარში განაცხადა შეინ როზენტალმა.
COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისთან გამკავებისთვის ADB-იმ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დახმარება გაუწია. 2020 წელს ამ მხრივ ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებები იყო:
1) COVID-19-ზე აქტიური რეაგირების და დანახარჯების მხარდაჭერის პროგრამა (100 მილიონი აშშ დოლარი);
2) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა 1 (200 მილიონი აშშ დოლარი).
ასევე 2020 წელს დამტკიცდა პროგრამა ადამიანური კაპიტალის და სამუშაო უნარ-ჩვევების (პროფესიული განათლების) ხელშეწყობის მიზნით, რომლის ღირებულებაც $70 მილიონია. ADB-იმ 2020 წელს საქართველოსთვის ასევე დაამტკიცა რეგიონების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების დაფინანსების $150-მილიონიანი პროგრამა.
რაც შეეხება სხვა მიმდინარე პროექტებს, ბანკმა 2019 წელს დაამტკიცა $415 მილიონიანი სესხი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობისთვის, ასევე 2019 წელს ADB-იმ დაამტკიცა $278 მილიონის სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის (14.7 კმ). 2018 წელს კი ADB-იმ ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას 12-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის $300 მილიონიანი სესხი დაამტკიცა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ