მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021-2023 წლებში საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან €483 მლნ-ს მიიღებს

60c2217fea2b4
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.21 18:40
1039
საქართველომ დღეს საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (AFD) 483 მილიონი ევროს (1.86 მლრდ ლარის) დახმარების გამოყოფის თაობაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. აქედან 450 მილიონი - სასესხო, 33 მილიონი კი საგრანტო დაფინანსებაა. 

ახალი ფინანსური რესურსის ათვისება საქართველომ 2021-2023 წლებში უნდა მოახდინოს. 

„დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ჯერერჯობით, მემორანდუმით გათვალისწინებული დაფინანსების კონკრეტული მიზნობრიობის შესახებ ცნობილი არაა. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმის შესახებ, რომ თანხა სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის დაიხარჯება.

"483 მილიონი ევროს დახმარების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით," - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სხვადასხვმა მიმართულებით აძლევს დაფინანსებას. 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს ქვეყანამ AFD-სგან 172 მილიონი ლარის დაფინანსება უნდა მიიღოს, რაც ენერგეტიკის სფეროს განვითარებისკენ არის მიმართული. საქართველო ამ თანხას "ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა IV"-ის ფარგლებში იღებს. კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც AFD ამჟამად აფინანსებს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დაფინანსებაა, რაზეც 2021 წელს 11.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.