26.იანვარი .2022 19:55

სებ-თან ერთად ციფრული ლარის შექმნა 100-მდე ტექნოლოგიურ კომპანიას სურს

სებ-თან ერთად ციფრული ლარის შექმნა 100-მდე ტექნოლოგიურ კომპანიას სურს
views 2139
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში “ციფრული ლარის” შემოღების პროექტზე მუშაობს. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ ციფრულ ლართან დაკავშირებით სებ-ი 100-მდე ტექნოლოგიურ კომპანიას შეხვდა.

“ციფრულ ლარზე მუშაობა გრძელდება, ჩვენ დავასრულეთ პოტენციურ პარტნიორებთან საუბარი. ფაქტობრივად, 100-მდე პოტენციურ ტექნოლოგიურ პარტნიორს შევხდით ვინც მონაწილეობა უნდა მიიღოს ციფრული ლარის დანერგვაში. ახლა მიმდინარეობს შიდა სამუშეობი, რომ ჩამოყალიბდეთ კონკრეტულ ფორმატზე, მასშტაბზე და წლის განმავლობაში უკვე გადავალთ უკვე საპილოტე პროექტის ამუშავებაზე,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ამ კომპანიების მიერ წარმოდგენილი იდეების ანალიზი მიმდინარეობს.

“ანალიზის პროცესი ასევე მოიაზრებს ციფრული ლარის კონკრეტული მახასიათებლების დაზუსტებასა და გასაჯაროებას, მასშტაბის განსაზღვრას და ციფრული ვალუტის საპილოტე/სატესტო რეჟიმში გაშვებას, რაც ციფრული ლარის პროექტის შემდგომი ეტაპების სამოქმედო გეგმის და დანერგვის საგზაო რუკის შედგენის საფუძველი იქნება,” - ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის კითხვაზე პასუხში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა