„ამ ეტაპზე ჩადებული 5%-ინი ეკონომიკური ზრდა ოპტიმისტურად ჩანს, იმიტომ რომ მომავალი წლის დასაწყისი კრიზისული იქნება“ - ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს.
მისივე შეფასებით, მომდევნო წლებში ბიუჯეტის პირველად პროექტში ჩადებული ეკონომიკური ზრდის ტემპები რთულად მიღწევადი და შესანარჩუნებელი იქნება.
„მომდევნო წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით შეიძლება გაგრძელდეს ეკონომიკური ვარდნა. დანარჩენ 9 თვეში ეს ეკონომიკური ვარდნაც უნდა გადავლახოთ და საკმაოდ მაღალ პროცენტშიც უნდა წავიდეს ზრდა, ამიტომ ძალიან ოპტიმისტურია. თუნდაც რომ დავუშვათ რომ ეპიდემია ჩაცხრება და ზაფხულიდან აისახება ეს ჩვენზე, ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ქვეყნებშიც არ იქნება კარგი ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად ეს არ ნიშავს იმას, რომ ისევ 9 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოვა.
თუმცა, ეკონომიკური ზრდები უფრო იოლად არის მისაღწევი ისეთი კრიზისული წლის შემდეგ, როგორიც ჩვენ ახლა გვაქვს. ჩვენი ეკონომიკა იქნება იმაზე მცირე, ვიდრე იყო 2019 წელს, შეიძლება გაისად რომ 5%-ით გაიზარდოს ეს იყოს 2020-ზე მეტი, მაგრამ არ დაეწიოს 2019 წლის ეკონომიკას, ამას საბაზისო ეფექტს ეძახიან, კრიზისის შემდეგ იმის ამოვსება უფრო იოლია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ოპტიმისტური მაჩენებელი იქნება.
კიდევ ერთი რაც ბიუჯეტს ეტყობა არის ის, რომ არანაირი სერიოზული რეფორმა არ იგეგმება, არანაირი სერიოზული გადანაწილება ხარჯების და საშემოსავლოს კუთხიდან არ ჩანს. დაახლოებით ისეთ მდგომარეობას უბრუნდება ბიუჯეტი, რაც იყო თავდაპირველად 2020 წლისთვის დაგეგმილი. ასეთი რეფორმების გარეშეც 5%-იანი ზრდა და მერე ამის შენარჩუნება რთული იქნება.“ - მიიჩნევს ნამჩავაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ