2021 წელს "დიო" ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა, მშენებლობის პროცესი ქვეყანაში ბიუროკრატიული პროცესების გამო შეფერხდა.
“ქვეყანაში ბიუროკრატია დამძიმდა. "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოებას არსებული ქარხნის ნაწილში ვგეგმავდით, თუმცა შეფერხდა, რადგან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და GWP-ს შორის კონკრეტული საკითხის შეთანხმების პროცესი გაიწელა, რამაც შენობის ექსპლოატაციაში მიღების პროცესი შეაფერხა. საკითხი სახანძრო ჰიდრანტის მოწყობას ეხება, ჩვენ კი ორივე მხარესთან ცალ-ცალკე მისვლა გვიწევს. საწარმოს გახსნა მიმდინარე წელს აუცილებლად უნდა მოვასწროთ.
2021 წელს მოლოდინები ოპტიმისტური მაქვს და ძალიან მინდა ყველა დავაიმედო, რომ უკეთესი წელი გვექნება და პანდემიას 2021-ში დავასრულებთ. კარგი იქნება ვიფიქროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის” - განაცხადა დაუშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის “დიო”-სთვისაც 2020 წელი რთული იყო, თუმცა კომპანიამ თავი წარმატებულად გაართვა.
“აქტიურად ვიმუშავეთ, რათა მეტი მომხმარებელი მოგვეზიდა. გაყიდვებში ზრდა არ გვაქვს, თუმცა განსაკუთრებული კლებაც არ შეინიშნება, ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ.
ჩვენი მიზანი იყო, რომ დოლარში შარშანდელი ბრუნვის 80%-სთვის მიგვეღწია, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება” - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი