მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ეკონომიკა დაახლოებით 4%-ით, ხოლო 2022 წელს 7.5%-ით აღდგება - tbccapital

6039dfe628d79
ელენე გოგბერაშვილი
27.02.21 10:02
673

წინასწარი შეფასებით, იანვარში რეალური მშპ-ის ვარდნამ წ/წ 11.5% შეადგინა. კლება ძირითადად შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, გართობისა და დასვენების სექტორში, დამამუშავებელ მრეწველობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და საბითუმო & საცალო ვაჭრობაში. ამასთან, დადებითი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა ინფორმაცია & კომუნიკაციებისა და საფინანსო & სადაზღვევო საქმიანობებში.

მიუხედავად იმისა რომ, იანვარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი ვარდნა დაფიქსირდა, tbccapital-ი აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მოლოდინებთან შესაბამისობაშია, რადგან კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, მეორე ლოქდაუნის შემოღების შედეგებსა და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების კვლავ მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს.

 



"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მომავალ თვეში მშპ-ის ვარდნა შემცირდება, რადგან პანდემიის ეფექტის გავლენა 2020 წლის თებერვალში გარკვეულწილად უკვე შესამჩნევი იყო. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის „აღდგენის დინამიკის“ მონაცემების მიხედვით, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად, თებერვალში რიგი სექტორების აღდგენა აშკარაა. ასევე მოსალოდნელია, რომ მარტში კიდევ უფრო დაბალი საბაზო ეფექტისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო ეკონომიკური აქტივობა იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სეზონურად სუსტი აქტივობის გამო იანვრის მშპ მთლიანი წლის მხოლოდ 6.8%-ს შეადგენს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშპ-ის ბოლო პროგნოზს, რომელიც 2021 წელს მშპ-ის დაახლოებით 4%-ით, ხოლო 2022 წელს 7.5%-ით აღდგენას ითვალისწინებს, უცვლელს დავტოვებთ"- აცხადებენ tbccapital-ში.