მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფუნამდენტური ფაქტორები არ არსებობს - გიორგი ქობულია

6102b9ebd959e
თელარა გელანტია
29.07.21 20:04
625
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ფიქრობს, რომ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს. სხვათა შორის ის წლის დასაწყიშიც აცხადებდა, რომ 2021 წელი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე - 2020. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში ეკონომიკა 11.5%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გიორგი ქობულია სვამს კითხვას - „როგორ შეიძლება 2021 იყოს უკეთესი წელი, როცა საქართველოს ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელი დარგში - ტურიზმში, საიდანაც შემოსავლის სახით დიდი თანხა შემოდის, კარგი პერსპექტივა არ ჩანს.

„მე დიდი ეჭვი მქონდა, რომ 2021 წელი შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო, ვიდრე - 2020, რადგან შარშან პირველ კვარტალში ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა, ვინაიდან პანდემია ჯერ კიდევ არ იყო ჩვენთან დაწყებული ანუ პირველი კვარტალი ქვეყანამ კრიზისის გარეშე გაიარა. წელს კი, ფაქტობრივად, სულ კრიზისში ვართ და პრაქტიკულად, დაგვრჩა 1.5 კვარტალი და ვნახოთ, რა მოხდება. ანუ თუ 2020 წელს ერთი კვარტალი იყო კარგი და დანარჩენი კვარტლები - ჩავარდნა, ახლა ოთხივე კვარტალში, რეალურად, ჩავარდნა გველოდება. 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ფუნამდენტური ფაქტორები არ არსებობს“, - აცხადებს გიორგი ქობულია, რომელსაც ამის არგუმენტად ეპიდვითარება და აღნიშნულის გათვალისწინებით ტურიზმის აღდგენის ნაკლები ალბათობა მოჰყავს.

„თუ 2019 წელთან შედარებით წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა, ეს იქნება შესანიშნავი შედეგი. თუ სასწაული მოხდება, ეს კარგი იქნება, მაგრამ დიდი ეჭვს შევიტანდი ასეთ პროგნოზში. 2019 წელს საქართველოს 9 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა და ქვეყანამ ტურიზმიდან დაახლოებით, 3.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამდენად, მარტო ტურიზმიდან შარშან მინიმუმ 2.5 მლრდ დავკარგეთ. 2021 წელს რამდენი ტურისტი გვყავდა უკვე? - როგორც ვიცი, 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, მაგრამ რასაც ვუყურებ ეპიდვითარებას, კარგი პერსპექტივა არ გვესახება და რანაირად შეიძლება 2021 უკეთესი იყოს 2020-ზე?! ტურიზმი ხომ სავალუტო ნაკადების მთავარი წყარო იყო“, - ამბობს გიორგი ქობულია.