მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს EU-მ საქართველოს გავლით, 8.9 მილიარდი მეტრ კუბი აზერბაიჯანული გაზი მიიღო

61ff7836b3324
BM.GE
06.02.22 11:12
1048
ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მერვე მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც პროექტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები, ასევე ევროკომისიის და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ 2021 წლის და 2022 წლის იანვრის განმავლობაში აზერბაიჯანმა ექსპორტზე გაიტანა 18.5 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი, რომელიც თურქეთმა, საქართველომ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა - იტალიამ, ბულგარეთმა და საბერძნეთმა მოიხმარეს. მათ შორის უშუალოდ ევროკავშირში ექსპორტი 8.9 მილიარდ მეტრ კუბს შეადგენდა. 

საქართველოზე გამავალი შაჰ-დენიზის გაზსადენის სისტემა (SCP) უკავშირდება ტრანსანატოლიის გაზსადენს TANAP-ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება ტრანსადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე.

თავად ტრანსადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანსადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.