ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (FMS) ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს უწყებამ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონის დარღვევის 84 შემთხვევა გამოავლინა. სამსახურის ანგარიშში განხილულია ის ძირითადი სამართალდარღვევების სახეები, რომლებიც გასული წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული. ამ სამართალდარღვევებს შორისაა თაღლითური სქემები, როდესაც ქოლცენტრების მეშვეობით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანა და მათი კუთვნილი თანხების დაუფლება ხდება.
მთლიანობაში 2021 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 730 საეჭვო ტრანზაქცია შეისწავლა.
"2021 წელს ქოლ-ცენტრების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა კვლავ დიდი მოცულობის იყო. მსგავსი კომპანიები იქმნება, ძირითადად, საზღვარგარეთ მყოფ პოტენციურ მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად, რომლებსაც სთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტის შეძენას, ინვესტიციის განხორციელებას, ვალუტების კურსებზე და ბინარულ ოპციონებზე თამაშსა და ა.შ. თაღლითური მიზნისთვის შექმნილი ქოლ-ცენტრის შემთხვევაში მსხვერპლი ან საერთოდ ვერ იღებს წინასწარ შეთანხმებულ მომსახურებას ან იღებს გაცილებით დაბალი ხარისხის სერვისს (ე.წ. „Boiler Room Scam“) ან კარგავს იმ თანხას, რომლითაც ე.წ. ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ვვარაუდობდით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა გარკვეული პირების მიერ მომხმარებლისთვის სოციალური ქსელებით გზავნილების გაგზავნისა და რეკლამის განთავსების სახით სერვისების შეთავაზება. მსგავს შემთხვევებში, ანგარიშსწორების შემდეგ, მომხმარებელი მომსახურებას ვერ იღებს, ხოლო გადახდილი თანხას კი კარგავს. ისევე როგორც წინა წელს, ამ ტიპის დანაშაულის ხელშემწყობი პირობები, არ შეცვლილა,” - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობას, ის 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ერთით შემცირდა. უწყების თანახმად, გამოვლენილი დანაშაულების კლება ძირითადად პანდემიურ მდგომარეობას უკავშირდებოდა. წლების მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ასეთია:
2017 წელი - 148 შემთხვევა;
2018 წელი - 137 შემთხვევა;
2019 წელი - 128 შემთხვევა;
2020 წელი - 85 შემთხვევა;
2021 წელი - 84 შემთხვევა.
დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ფულად ნაკადებთან დაკავშირებით სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომერციული ბანკები არიან, რომლებმაც გასულ წელს 556 საეჭვო ტრანზაქციაზე გააკეთეს შეტყობინება. მისო-ების მიერ 71 შეტყობინება, ხოლო სამორინეებისა და აზარტული თამაშების კომპანიების მხრიდან კი 41 საეჭვო ტრანზაქციაზე იყო სამსახურში შეტყობინება შესული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი