მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს გაძვირებული საახალწლო სუფრით შეხვდებით - ISET-ის ანგარიში

5fec322221a23
შოთა ტყეშელაშვილი
30.12.20 12:09
1044
168.2 ლარი არის თანხა, რაც საქართველოს მოქალაქეებს 2021 წლის საახალწლო სუფრის გაშლა დაუჯდებათ. ISET-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 4.2%-ით არის გაძვირებული.

ორგანიზაცია ახალი წლის სუფრის ღირებულებას ყოველწლიურად ითვლის და ის 5-6 კაცისთვის გასაშლელი სუფრისთვის ინგრედიენტების შეძენის ღირებულებას ასახავს. 

"2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგი პროდუქტებისთვის: ყველი (15%), კვერცხი (11%), პომიდორი (10%), რძე (9%), ბადრიჯანი (7%), ქათმის ხორცი (6%), თაფლი (95), თუმცა შემცირდა ვაშლის (-10%), სტაფილოსა (-8%) და კარტოფილის (-3%) ღირებულება.

ფასები განსაკუთრებით გაიზარდა იმპორტირებულ პროდუქტებზე. ასევე, ფასების ზრდა ფიქსირდება ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებისთვისაც იმპორტირებული საწარმოო საშუალებები გამოიყენება. იმპორტირებული პროდუქტების ფასებზე წნეხი აღმოჩნდა ქართული ლარის გაუფასურებაც – 2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ლარი 13.5%-ით გაუფასურდა.

მიუხედავად ამისა, წინა წელთან შედარებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასებისმაღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი," - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში. 

რეგიონულ ჭრილში ყველაზე ძვირი საახალწლო სუფრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში იქნება, სადაც სუფრის ღირებულება საშუალოდ 179.2 ლარით არის პროგნოზირებული. ISET-ის კალკულაციით, სამეგრელო ზემო სვნაეთში ინგრედიენტებით სუფრის მომზადება 154.4 ლარი დაჯდება.