მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს - ვალი მშპ-ის 60%-ს ასცდება

5fc682ba151a4
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.20 21:46
2829

მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები გაუგზავნა. მესამე წარდგენის დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მომდევნო წელს ხარჯებს 2.46 მილიარდი ლარით ზრდის, შედეგადაც ასიგნებების ჯამური მოცულობა 18.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

ბიუჯტის პროქტის პირველი თავის თანახმად, 5.27-მილიარდიანი ვალიდან 100% საგარეო ვალი იქნება და მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს, ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვბა. შეგახსეენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა. 

სავარაუდოდ, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ვალის კრიტიკულად მაღალ ნიშნულამდე გაზრდისგან თავის არიდებას ემსახურება, რადგანაც 2021 წელს საქართვლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-იან ნიშნულს ასცდება - მთავრობა პირობას დებს, რომ შემდგომ წლებში ვალის ნიშნულს ეტაპობრივად შეამცირებს. 

“2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს).

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33.67 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27.73 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5.94 მილიარდი ლარის ოდენობით.

მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება,”- ნათქვამია ბიუჯტის განმარტებით ბარათში.

ბიუჯტის ხარჯების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე