მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს ნათესი ფართობის მოცულობა მცირედით გაიზარდა - საქსტატი

622214d6af84b
ინგა მურუსიძე
04.03.22 19:10
476
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს ნათესი ფართობის მოცულობა მცირედით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წელს 209, 900 ათას ჰა-ს შეადგენდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 212,200 ჰა იყო.

აქედან, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების, ხორბლისა და ქერის ნათესების ჯამური მოცულობა 2021 წელს 64,800 ჰა-ს შეადგენდა, 2020 წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა, ხოლო დანარჩენი ნათესების მოცულობა საგაზაფხულო კულტურებზე ნაწილდება და ესენია მარცვლეული კულტურები - ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები, კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი არ მოიცავს 2021 წლის მესამე კვარტალის ნათესებს, ხოლო საშემოდგომო კულტურების ნათეს ფართობებში იგულისხმება წინა წლის შემოდგომაზე დათესილი საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი, საიდანაც მოსავლის აღება  მიმდინარე წელს ხორციელდება.

2021 წლის წინასწარი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2022 წლის 15 აპრილს, ხოლო დაზუსტებული მონაცემები - 2022 წლის 15 ივნისს.